თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ქართული მედია საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, ირაკლი ღარიბაშვილი სათავეში ჩაუდგება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასა და კოალიცია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, — იუწყება ქართული მედია.
ამ დროისათვის მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგისთვის ემზადებიან, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს გადადგომის თაობაზე.
მედიის ინფორმაციით, თანამდებობაზე მას ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.