საქართველო იმედს გამოთქვამს რომ მოქალაქეები რუსეთის ვიზებს პრობლემების გარეშე აიღებენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე რუსეთის ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალზე რთულია, იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, ვიზის მოპოვების პრობლემების ნაწილი მოიხსნებაგანაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები რუსეთში გამგზავრებას სავიზო პრობლემების გარეშე შეძლებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის წესს გაამარტივებს.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი: რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმს მაქსიმალურად გაამარტივებს

„რუსეთის ვიზის მიღება ძალზე გართულებული იყო. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ, ვიზის მოპოვების პრობლემების ნაწილი მოიხსნება, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს სურვილის შემთხვევაში ეწვიოს რუსეთს“, – განაცხადა აბაშიძემ.

საუბარი ეხება სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად გამარტივებას, რომელიც მოიაზრებს როგორც სამუშაო, საქმიან, სასწავლო და ჰუმანიტარულ, ისე კერძო ვიზებს.

„პრინციპში, საუბარი ეხება იმას, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება რუსეთს ეწვიოს. ამის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიდის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზეც. თუმცა, ეს როდის მოხდება, რთული სათქმელია“, – აღნიშნა აბაშიძემ, რომელმაც დასძინა, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი 2011 წელს გააუქმა.

რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონა აფერხებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0