ცხინვალში რუსულ „ისკანდერებზე“ პენტაგონი კომენტარს არ აკეთებს

გამოწერა
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მისელ ბალდანსამ ჟურნალისტებს კომენტარისათვის რუსული მხარისათვის მიმართვა ურჩია.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. პენტაგონისათვის ცნობილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებები მასზე, რომ რუსეთის ფედერაციას შეეძლო განეთავსებინა სამხრეთ ოსეთში „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსები, მაგრამ იგი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. განუცხადა სამშაბათს რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости —ს ამერიკული სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ ბალდანსამ. 

„ჩვენ ვნახეთ ეს შეტყობინება, მაგრამ კომენტარებისათვის გთავაზობთ რუსულ მხარეს მიმართოთ“, — განაცხადა მან.

სარაკეტო კომპლექსი ისკანდერი - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „ისკანდერების“ განთავსებას

მანამდე, იმავე დღეს, საქართველოს შეიარარებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში დაახლოებით 10 დღის წინ შეიყვანეს რამდენიმე რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“. 

 საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. 

ამჟამად რუსეთი დახმარებას უწევს სამხრეთ ოსეთს ეკონომიკის აღდგენაში. ასევე დახმარებას იღებს რუსეთისაგან აფხაზეთი. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს არა ერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოს ყოფილი ავტონომიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება არსებულ რეალობას ასახევს და გადახედვას არ ექვემდებარება. 


ყველა ახალი ამბავი
0