თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „ისკანდერების“ განთავსებას

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშისარაკეტო კომპლექსი ისკანდერი
სარაკეტო კომპლექსი ისკანდერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარაკეტო კომპლექსები საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი, აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე პასუხი უნდა იყოს პოლიტიკური.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რამდენიმე რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“

 „რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, ჩვენ ვცდილობთ ამაზე მონიტორინგის ჩატარებას. სარაკეტო კომპლექსები საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი. ეს შორს მიმავალი გეგმების ნაწილია. პასუხი უნდა იყოს პოლიტიკური და უნდა იყოს საერთაშორისო მხარდაჭერა," — განუცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს. 

თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: საქართველო რუსეთის ქმედებებს დიპლომატიური მეთოდებით უპასუხებს

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო ახორციელებს მუდმივ კონსულტაციებს პარტნიორებთან“.

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სარაკეტო კომპლექსები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 10 დღის წინ შეიტანეს. 

 რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს და სამხრეთ ოსეთის მხარის  კომენტარი სააგენტო  РИА Новости-ს არ აქვს. 


ყველა ახალი ამბავი
0