თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ს ქვეყნებთან 2 მილიარდ 509 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 22%-ით ნაკლებია ვიდრე 2014 წლის იანვარ-ნოემბერში, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
ამასთან ექსპორტმა 764 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 1 მილიარდ 746 მილიონი დოლარი.
დსთ-ს ქვეყნების წილზე საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28% მოდის (2014 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მაჩვენებელი 31% იყო), ასევე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 20%(2014 წელს ეს მაჩვენებელი 10% იყო).
2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 892 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 14%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდზე.