თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ–ის ქვეყნებთან 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში 2 მლრდ 261 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 23%–ით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, — იუწყება „საქსტატი“.
ამასთან, ექსპორტმა შეადგინა 703 მლნ დოლარი (44%–ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა — 1 მლრდ 559 მლნ დოალრი (8%–ით ნაკლები).
დსთ–ის ქვეყნების წილად საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო მოცულობის 28% მოდის. 2014 წლის იანვარ–ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 31%–ს შეადგენდა.
დსთ–ის ქვეყნების წილად მოდის საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 19% (2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9%–ის ტოლი იყო).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში 8 მლრდ 121 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 14%–ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.