საქართველოს საგარეო ბრუნვა იანვარ–ოქტომბერში 14%–ით შემცირდა

გამოწერა
10 თვეში ექსპორტმა დაახლოებით 1 მლრდ 832 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24%–ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა — 6 მლრდ 289 მლნ აშშ დოლარი (10%–ით ნაკლები).

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში 8 მლრდ 121 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14%–ით ნაკლებია.

10 თვეში ექსპორტმა დაახლოებით 1 მლრდ 832 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24%–ით ნაკლები), ხოლო იმპორტმა – 6 მლრდ 289 მლნ აშშ დოლარი (10%–ით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4457 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 55%–ია.

ყველა ახალი ამბავი
0