ექსპერტი:„ ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირთან ასევე რუსეთთან“

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიამ კი განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალქეებს ევროპაში საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას მისცემს, თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის რეგიონული ინსტიტუტის“ დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი.

„მართალია ვიზების გაუქმება არ შეეხებათ ევროკავშირში სამუშაოდ შესულ პირებს, მაგრამ ეს ტურისტებად ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს საქმიანი კონტაქტების დამყარების საშუალებას მისცემს, ისინი ასევე შეძლებენ მოკლევადიანი სასწავლო კურსების გავლას.“–აღნიშნა ალექსანდრე რუსეცკიმ.

 მისი თქმით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იქნება.

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება.

ევროკომისიამ კი განაცხადა, რომ საქართველომ და უკრაინამ შეასრულეს ყველა ვალდებულება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისათვის. 2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს წარუდგენს ნორმატიულ წინადადებებს, რათა ისინი ჩართოს იმ ქვეყნების ნუსხაში, რომელთაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ. ამასთან ევროკომისია აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. 

მოსკოვი - Sputnik საქართველო
რუსეთის ფედერაცია არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას

 „საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირთან ასევე რუსეთთანაც, თუმცა ყოველივე ამას ქვეყნიდან შესაძლოა მოსახლეობის გადინება მოჰყვეს“– თვლის ალექსანდრე რუსეცკი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0