რუსეთის ფედერაცია არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაცია მომავალში არ გამორიცხავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ურთიერთგაგების საფუძველზე, იტყობინება სამშაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

23 დეკემბრიდან რუსეთი შეამსუბუქებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების მიღების პირობებს, იტყობინება უწყება. 

„რუსული მხარე, მტკიცედ არის განწყობილი, რომ მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობების პირობების შემსუბუქებისათვის და არ გამორიცხავს შემდგომში ურთიერთგაგების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 

დღეისათვის, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს ვიზის გარეშე ესტუმრონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში ვიზიტისას ვიზის აღება აუცილებელია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. 

ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს

„რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმდინარე პროცესის კინტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე,  2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუფორმდებათ საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები ნებისმიერი ვადით, ასევე კერძო ვიზები მიუხედავად ნათესაობრივი კავშირისა მოწვეულსა და მომწვევს შორის, ნამდვილი მოწვევით, რომელიც გაიცემა რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურის მიერ“, — ნათქვამია დოკუმენტში.


ყველა ახალი ამბავი
0