თბილისში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

© facebook.com/GeorgianGovernmentდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენ დიდი პრივატიზების ნაწილი, პრაქტიკულად, დავამთავრეთ ქვეყანაში და იმისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ, საჭიროა ეს კანომდებლობა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თბილისი, 22 დეკემბერი —Sputnik. სასტუმრო „რედისონში“  საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 ეს არის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში ჩვენ შევქმნით საკანონმდებლო და ქვენორმატიულ ბაზას მომდევნო წლის პირველ ნახევარში — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე. 

მინისტრის შეფასებით, ეს არის ქვეყნის განვითარების შემდგომი ნაბიჯი.

„კერძო და საჯარო მიმართულებები არის ძალიან მრავალმხრივი — იწყება ჯანდაცვიდან და მთავრდება განათლებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სხვადასხვა წამახალისებელი ინვესტიციების ნაწილი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ  დიდი პრივატიზების ნაწილი, პრაქტიკულად, დავამთავრეთ  ქვეყანაში და იმისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ,  საჭიროა ეს კანომდებლობა“ — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობის შედეგად, ევრობანკმა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება გამოყო. აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტი 2015 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო და 10 თვეს მოიცავს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მე–3 კვარტალში 38%–ით გაიზარდა

მოცემულ ეტაპზე კონსულტანტების მიერ უკვე შემუშავდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან (PPP) დაკავშირებული არსებული კანონმდელობის და პრაქტიკის კვლევის დოკუმენტის პროექტი. 

მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე კანონპროექტისა და სხვა შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. 

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი.


ყველა ახალი ამბავი
0