თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მესამე კვარტალში 489 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38% –ით აღემატება 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, იუწყება „საქსტატი“.
ამავე დროს, ინვესტიციების მოცულობა 2015 წლის ივლისი–სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით, 33%–ით შემცირდა.
წინასწარმა ჯამურმა მონაცემებმა 2015 წლის პირველ სამ კვარტალში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 17%–ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე — 1,23 მლრდ აშშ დოლარი.
2014 წლის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 758 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87%–ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებზე (942 მლნ დოლარი).