კოლომოისკიმ სააკაშვილის „გასრესის“ პირობა დადო

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკშიოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვეიცარიაში მყოფმა შერისხულმა უკრაინელმა მილიარდერმა იგორ კოლომოისკიმ გამოცემა Politico–სთან ინტერვიუში სააკაშვილის „ღალატსა“ და პრეზიდენტ პოროშენკოსთან საკუთარ „შეთანხმებებზე“ ისაუბრა.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. უკრაინელი ბიზნესმენი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი მიხეილ სააკაშვილს „ღალატისთვის სახის გაპობით“ დაემუქრა. ამის შესახებ ბიზმესმენმა ამერიკულ გამოცემასთან Politico ინტერვიუში ისაუბრა, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

„სადმე თუ დავინახე, სახეს გავუპობ. როგორც კი თანამდებობას დატოვებს, გავსრეს“, — განაცხადა კოლომოისკიმ. 

უკრაინელმა მილიარდელმა აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მისი ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული არ ყოფილა. მაგალითად, კოლომოისკი გამოტყდა, რომ საქართველოში სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, ხოლო 2011 წელს ერთად იმოგზაურეს იახტით ხორვატიაში. მოგვიანებით საქართველოს ექსპრეზიდენტი კოლომოისკის დნეპროპეტროვსკშიც სტუმრობდა. 

ორ პოლიტიკოსს შორის განხეთქილების ვაშლად სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა იქცა, რომელიც მანამდე კოლომოისკის ბიზნესპარტნიორ იგორ პალიცას ეკავა, — წერს Politico. 

ავაკოვმა განაცხადა, რომ სწუხს სააკაშვილთან მომხდარი ინციდენტის გამო

პალიცას უფლებამოსილების ამოწურვამდე სულ ორი თვე რჩებოდა, მაგრამ „სენსაციური“ ჩანაცვლება მოხდა და პალიცა უკრაინულ პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენილი სააკაშვილით შეცვალეს. დანიშვნას თან სდევდა სააკაშვილის გამონათქვამები მედიაში, სადაც პალიცას ის „განგსტერადა“ და „ბანდიტად“ მოიხსენიებდა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, სააკაშვილს „უალიკაპო ძაღლსა“ და „დორბლიან ნარკომანს“ უწოდებდა. 

„ის გვემლიქვნელებოდა და დაუსრულებლად წარმოთქვამდა ქართულ სადღეგრძელოებს, გვეუბნებოდა, როგორი კარგები ვიყავით… მერე პირდაპირ პოროშენკოსთან წავიდა, რათა პალიცას ადგილას დანიშვნა ეთხოვა“, — იხსენებს კოლომოისკი.

გაზეთი განმარტავს, რომ კოლომოისკიმ ეს ღალატად შეაფასა.  

ამას გარდა, Politico ყურადღებას ამახვილებს კოლომოისკისა  და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს შორის ბიზნესმენის პოსტიდან გადაყენების შემდეგ მიღწეულ „შეთანხმებაზეც“.

„გარიგება იყო უბრალო: თუ კოლომოისკი მთავრობის მიმართ გამოხდომებს შეწყვეტდა, მის ბიზნესს არ შეეხებოდნენ. პოროშენკომ მისი გუნდის წევრებსაც აღუთქვა იმუნიტეტი სასამართლო დევნისგან“, — წერს გამოცემა. 


ყველა ახალი ამბავი
0