ევროკავშირთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან 3%–ით გაიზარდა

გამოწერა
ექსპორტმა საქართველოდან ევროკავშირში 2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 599 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%–ით მეტია, ხოლო იმპორტი 2%–ით – 2 მლრდ 192 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 2 მლრდ 792 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 3%–ით მეტია, იუწყება „საქსტატი“.

დეკემბრის დასაწყისში თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციაციის კომიტეტის მეორე სხდომა ჩატარდა, რომელიც ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა. სხდომისას ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიერ DCFTA–ს საკითხებში ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეფასდა.

BDO აუდიტორული კომპანია - Sputnik საქართველო
“საქართველომ ინვესტორები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უნდა დააინტერესოს“

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება (DCFTA) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (ხელმოწერილია ბრიუსელში 27 ივნისს) განუყოფელი ნაწილია. შეთანხმება მოიცავს სატარიფო და ასევე არასატარიფო ბარიერების გაუქმებას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრის მოგვარებას.

ექსპორტმა საქართველოდან ევროკავშირში 2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 599 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%–ით მეტია, ხოლო იმპორტი 2%–ით – 2 მლრდ 192 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 31%–ია (2014 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში ეს მაჩვენებელი 26%–ს შეადგენდა). ევროკავშირის ქვეყნების წილზე საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 33% მოდის (2014 წლის იანვარ–ნოემბერში ეს მაჩვენებელი 31%–ს შეადგენდა).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში 8892 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14%–ით ნაკლებია. 


ყველა ახალი ამბავი
0