“საქართველომ ინვესტორები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით უნდა დააინტერესოს“

© http://www.bdo.ge/BDO აუდიტორული კომპანია
BDO აუდიტორული კომპანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოსთვის ევროპის ბაზარი აქამდე ასეთი გახსნილი არ იყო და არავინ ცდილობდა ინვესტირება ისეთი პროდუქციის წარმოებაში მოეხდინა, რომელიც იქ მასიურად გაიყიდებოდა, რადგან ევროპის მოთხოვნა, პროდუქციის ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმაზე რთულია, ვიდრე დღეს შეიძლება ჩვენ საქართველოში გვქონდეს “–აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში თითქმის არ არის ისეთი საწარმო, რომლის პროდუქციაც ევროპის ბაზარზე მასიურად გაიყიდება. განაცხადა სააუდიტორო და საკონსულტაციო კომპანიების გაერთიანება  BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა. 

 „საქართველოსთვის ევროპის ბაზარი აქამდე ასეთი გახსნილი არ იყო და არავინ ცდილობდა ინვესტირება ისეთი პროდუქციის წარმოებაში მოეხდინა, რომელიც იქ მასიურად გაიყიდებოდა, რადგან  ევროპის მოთხოვნა, პროდუქციის ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იმაზე რთულია, ვიდრე დღეს შეიძლება ჩვენ საქართველოში გვქონდეს “–აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა. 

 კიდევ ერთი სირთულე, რომელიც შესაძლოა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროპის ქვეყნებში შეხვდეს, ბაზრებზე ფეხის მოკიდებაა.

 „იოლი არ არის ინვესტირება, იმავე მარკეტინგში და დისტრიბუციაში, შესაბამისად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე ტიპის მასიური პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც შეიძლება ევროპაში გაიყიდოს, ამას საკმაოდ კარგი ინვესტიცია სჭირდება, როგორც ქვეყნის შეიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც“–განაცხადა კომპანია „BDO-“ ს მმართველმა პარტნიორმა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

 ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, მთავრობამ უნდა აწარმოოს მიზანმიმართული კამპანია იმ ქვეყნებთან, რომელთა ბიზნესისთვის საქართველოში პროდუქციის წარმოება და შემდგომ გატანა საინტერესო იქნება. 

 „ჩვენ ამავე დროს უნდა ავირჩიოთ ის კონკრეტული საწარმოებიც, რომლებსაც თავისი პროდუქცია ევროკავშირში გააქვთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ უკეთესი პირობები, რათა დავაინტერესოთ, რომ საწარმო საქართველოში გადმოიტანონ ან გახსნან.“–აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა

 უცხოელ ინვესტორი საქართველოში შეიძლება დააინტერესდეს რესურსებით, რომლებიც საქართველოში მოიპოვება, შეიძლება ეს იყოს კადრების ან ენერგომატარებლების სიიაფე, შეიძლება იყოს ასევე სიახლოვე ევროპის ბაზართან, კარგი ლოჯისტიკა და აშ. 

„ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრი გვაქვს კონკურენტული უპირტესობა, მაგრამ ბუნებრივია ისიც არ უნდა ვთქვათ, რომ არაფერი არ შეგვიძლია შევთავაზოთ. რა თქმა უნდა არსებობენ კომპანიები რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ბიზნესის წამოწყებით. შესაბამისად ჩვენ ჯერ კარგად უნდა  ჩამოვაყალიბოთ რა გვაქვს ჩვენ, გავაანალიზოთ,რისი შეთავაზება შეგვიძლია, იქნება ეს სიიაფე, სიმარტივე, ხელმისაწვდომობა თუ სხვა და შემდგომ ამ არსენალით შეიარაღებულებმა მივაკითხოთ სწორედ ამ ინვესტორებს“–აღნიშნა BDO-ს მართველმა პარტნიორმა.

 რაც შეეხება უშუალოდ ქართულ ბაზარს, ის თავისთავად ინვესტორებისთვის დიდად მომხიბვლელი არ არის ერთის მხრივ მოსახლეობის რაოდენობის, ხოლო მეორეს მხრივ არც თუ ისე მაღალი  გადახდისუნარიანობის გამო.

 „ბევრი ბიზნესისთვის ეს არის საქართველოში შემოსასვლელად ხელისშემშლელი ფაქტორი, თუმცა ამავე დროს ბევრი ბიზნესი გათვლას აკეთებს უფრო მეტად რეგიონის მასშტაბზე, საქრთველოს კი სხვადასხვა ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის სხვადასხვა ფორმატის შეთანხმებები აქვს გაფორმებული, რაც პროდუქციის გატანის კარგ შესაძლებლობას იძლევა“–აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა. 

 საქართველო თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებებს ამჟამად ჩინეთთან იწყებს, ხოლო  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე შეთანხმება, 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.

 ევროკავშირში ექსპორტზე გადის თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები და სხვა პროდუქტები.


ყველა ახალი ამბავი
0