თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოდან გაგზავნილ მანდარინებზე თურქული მარკირების აღმოჩენასთან დაკავშირებით, როსსელხოზნადზორი ყურადღებას ამახვილებს პროდუქციის შესაძლო ფალსიფიკაციაზე, ნათქვამია რუსული უწყების შეტყობონებაში.
კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს წარმომავლობით ჩასული მანდარინების საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელებისას, სტავროპოლის მხარის როსსელხოზნადზორის თანამდებობის პირებმა პროდუქტზე აღმოაჩინეთს თურქეთის რესპუბლიკის მარკირება, იტყობინება უწყება.
„იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან შემოღებულია სპეციალური ეკონომიკური ზომები თურქულ პროდუქციასთან დაკავშირებით, შესაძლო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ყურადღება გვინდა მივაქციოთ შესაძლო ფალსიფიკაციას“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთის მთავრობამ მანამდე დაამტკიცა იმ საქონლის სია, რომლის იმპორტი თურქეთიდან აკრძალული იქნება ახალი წლიდან. ჩამონათვალში შევიდა ფრინველის ხორცი და მისი სუბპროდუქტები, ახალი და გაყინული პომიდორი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი და ძირხვენები, ციტრუსები და სხვა ხილი, ასევე მარილი და მიხაკი.