თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლებამ კონფლიქტი უნდა დაარეგულიროს, რათა რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 21 დეკემბერს, მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის სამწლიანი შედეგების შეჯამებისას.
რუსეთსა და თურქეთის ურთიერთობებში კრიზისია, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16 სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს „ტერორისტების ხელშემწყობთა“ მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტს სერიოზული შედეგი ექნება რუსულ-თურქული ურთიერთობებისათვის.
„მინდა შეშფოთება გამოვთქვა თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო. ეს მდგომარეობა რისკებს შეიცავს როგორც რეგიონალური უსაფრთხოების ისე გლობალური სტაბილურობისათვის“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო, როგორც მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულია ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობის მოხსნაში, აღნიშნა პრემიერმა.
მანამდე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ თურქული ურთიერთობების კრიზისი ძალიან არასასურველია საქართველოსათვის, პირვეწლ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ნებისმიერი დაძაბულობა შეამცირებს ქვეყნის საინვესტიციო მიზიდულობას.