მოსკოვი კიევს 1 იანვრიდან საბაჟო გადასახადსა და კვების პროდუქტებზე ემბარგოს უწესებს

© photo: Sputnik / Алексей Варфоломеев / გადასვლა მედიაბანკშისაზღვარი
საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი, საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით, უკრაინის მიმართ ისეთივე ზომებს აწესებს, როგორიც ანტირუსული სანქციების მხარდამჭერი ქვეყნებისთვის აქვს დაწესებული.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი 1 იანვრიდან, საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით, უკრაინას, ანტირუსული სანქციების მხარდამჭერი ქვეყნების ანალოგიურად, საბაჟო გადასახადსა და კვების პროდუქტებზე ემბარგოს უწესებს, — განაცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. 

„უკრაინამ განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან იწყება, თუ პირდაპირ ვიტყვით, გრძელდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის იმპლემენტაცია. ამ პირობებში ჩვენთვის აუცილებელია საკუთარი ბაზრისა და ჩვენი მეწარმეების დაცვა. არ უნდა დავუშვათ სხვა ქვეყნებიდან უკრაინული პროდუქციის სახით საქონლის შემოტანა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან უკრაინის მიმართ დაწესდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიანი საბაჟო ტარიფით გათვალისწინებული საბაჟო გადასახადი“, — განაცხადა მედვედევმა ვიცე–პრემიერებთან შეხვედრაზე. 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
უკრაინა რუსეთთან 3 მლრდ დოლარის ოდენობის ვალთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მზადაა

ამას გარდა, 2016 წლის 1 იანვრიდან უკრაინაზე ასევე გავრცელდება საპასუხო ეკონომიკური ზომებიც ევროკავშირისა და აშშ–ის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებთან მიერთების გამო. 

მედვედევმა აღნიშნა, რომ აგვისტოში რუსეთმა ასეთივე ზომები დაუწესა ისლანდიას, ნორვეგიას, ლიხტენშტეინს, ჩერნოგორიასა და ალბანეთს. 

„ვინაიდან უკრაინამ იმპლემენტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, არავითარი განსაკუთრებული შეთანხმება… მიღწეული არ იქნა. 1 იანვრიდან ეს ზომები უკრაინაზეც გავრცელდება“, — განმარტა მედვედევმა და დაამატა, რომ შესაბამის დადგენილებას უკვე მოაწერა ხელი. 

ყველა ახალი ამბავი
0