თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვალთან დაკავშირებით, რომლის გადახდაზეც მორატორიუმს ვაცხადებთ, სასამართლოსთვის მზადაა, – განაცხადა უკრაინის პრემიერ–მინისტრმა არსენი იაცენიუკმა.
„დღეიდან ჩერდება საერთო ჯამში 3 მილიარდ 582 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალის რუსული მხარის სასარგებლოდ გადახდა, ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე ჩვენი წინადადებების მიღებამდე, ან შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებამდე. ეს უკვე მერამდენედ ვუსვამ ხაზს, რომ რუსულ მხარესთან სასამრთლოსთვის მზად ვართ“, — განაცხადა იაცენიუკმა დღეს, 18 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
მორატორიუმი ცხადდება ევრობონდებზე 3,075 მლრდ აშშ დოლარის ვალისა და კომერციული ბანკების — „იუჟნოესა“ და „უკრავტოდორის“ მხრივ რუსული ბანკების მიმართ 507 მილიონი აშშ დოლარის დავალიანების გადახდაზე.
„იუჟნოემ“ რუსეთის „სბერბანკისგან“ 2011 წელს აიღო 206 მლნ დოლარი კრედიტი. უმსხვილესმა რუსულმა ბანკმა იმავე წელს 376 მლნ დოლარით დააფინანსა უკრაინის საავტომობილო გზების სამსახური („უკრავტოდორი“) საფეხბურთო ჩემპიონატის „ევრო 2012–ის“ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.
უკრაინულ ევრობონდებზე 3 მილიარდი აშშ დოლარის გადახდის ბოლო ვადა 20 დეკემბერს იწურება. რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა ამ ვალების რესტრუქტურიზაციისთვის — 2016–2018 წლებში ყოველწლიურად თითო მილიარდი აშშ დოლარის გადახდით — თუკი საამისოდ მყარ გარანტიას მიიღებს ევროკავშირისგან, აშშ–სა და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან. უცხოელმა პარტნიორებმა უარი განაცხადეს ამგვარი გარანტიების გაცემაზე. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა მინისტრთა კაბინეტს, სარჩელი შეეტანათ სასამართლოში უკრაინი ს წინააღმდეგ, თუ ეს უკანასკნელი ვალის დაფარვაზე უარს იტყოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოთხშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის მიმართ უკრაინის ვალი არის სუვერენული. შესაბამისად, ფონდის წესების მიხედვით, ის ვერ იქნება რესტრუქტურიზებული იგივე პირობებით, როგორითაც რესტრუქტურიზდება კერძო კრედიტორების წინაშე აღებული ვალდებულებები.
კიევა განაცხადა, რომ მხედველობაში იღებს ფონდის პოზიციას, მაგრამ მაინც არ შეუძლია ვალის გადახდა ისე, რომ არ დაარღვიოს სესხის პირვანდელი პირობები. ამასთან, უკრაინის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზადაა რუსეთტან ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებისთვის.