ანალიტიკოსი: ესპანეთის პარლამენტი არჩევნების შემდეგ უპრეცედენტოდ დახლეჩილია

© photo: Sputnik / Мария Сибирякова / გადასვლა მედიაბანკშისაპარლამენტო არჩევნები ესპანეთში
საპარლამენტო არჩევნები ესპანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ–მინისტრ მარიანო რახოის „სახალხო პარტიამ“ კონგრესში მანდატების უმეტესობა მიიღო, თუმცა დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა. წინა არჩევნებთან შედარებით, "სოციალისტებმაც" ნაკლები ადგილები მიიღეს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik.  ესპანეთში კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა უპრეცედენტო ვითარება შექმნა, — მიაჩნია მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორ სერგეი ხენკინს. 

ბიულეტენების 97%–ის დათვლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ კონგრესში მანდატების უმეტესობა (121 ადგილი და ხმათა 28%) მემარჯვენე „სახალხო პარტიამ“ მიიღო, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი მარიანო როხე გახლავთ. მიუხედავად ამისა, გამარჯვებულად მისი აღიარება არ შეიძლება, ვინაიდან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა (წინა პარლამენტში მას 187 მანდატი ჰქონდა). 

მეორე ადგილზე „სოციალისტები“ გავიდნენ 90 მანდატითა და ხმათა 22%–ით, რომელთათვისაც ამ არჩევნების შედეგები გარკვეულწილად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც 2011 წლის არჩევნებში მათ 110 მანდატი მოიპოვეს. 

მესამე ადგილი პარტია „პოდემოსმა“ მიიღო 69 მანდატით, ხოლო მემარჯვენე ცენტრისტულმა „მოქალაქეებმა“ 40 მანდატი და ხმათა 14% მოიპოვეს. 

„ესპანური პარლამენტი ახლა ისეა დახლეჩილი, როგორიც მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა“, — აღნიშნა ხენკინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას. 

უპრეცედენტო ვითარება

„არჩევნებმა ჭეშმარიტად დაადასტურა, რომ ორპარტიულობა, ანუ „სახალხო პარტიისა“ და „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ ერთობლივი დომინირება, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს განუწყვეტლივ ცვლიდნენ ბოლო 30 წლის განმავლობაში — წარსულს ჩაბარდა“, — აღნიშნა ექსპერტმა. 

სერგეი ხენკინის თქმით, არჩევნებმა ასევე დაადასტურა ესპანური პოლიტიკის ტრადიციული ლიდერების მკვეთრი დასუსტება და იმავდროულად ახალბედების პოზიციათა განმტკიცება. ამის მიუხედავად, სპეციალისტის თქმით, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო იმ რაოდენობის მხარდამჭერთა მობილიზება, რომ მთავრობის პოლიტიკის განმსაზღვრელ ძალად ქცეულიყო. 

„ამ არჩევნების შედეგად შეიქმნა უპრეცედენტო ვითარება ესპანეთისთვის: არც ერთ პარტიას არ აქვს მთავრობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი უმრავლესობა", – თქვა ხენკინმა. 

მადრიდი - Sputnik საქართველო
ესპანეთში გამართულ არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო

„ამგვარად, საჭიროა შეთანხმებები, თანაც პირველივე ნაბიჯისთვის, აუცილებელია ნდობის ვოტუმის გამოცხადება მთავრობის წარმომადგენლისთვის (მარიანო რახოისთვის) და აქ,  ქვედა პალატის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო“, — აღნიშნა ექსპერტმა. 

„დიდი კოალიციის“ ალბათობა

„ჰიპოთეტურად ამჟამინდელი ვითარების გადასაჭრელად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა „დიდი კოალიციის“ შექმნა ორი წამყვანი პარტიისგან იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გერმანიაში ყალიბდება“, — მიაჩნია ხენკინს. და მაინც, მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ „სახალხო პარტია“ და „სოციალისტები“ შეთანხმებას მოახერხებენ, ძალზე მცირეა. 

„ესპანეთში დემოკრატიის წლებში დიდი კოალიცია არასდროს ჩამოყალიბებულა. მით უმეტეს, რომ ახლა ორი პარტიის ხელმძღვანელებს შორის არსებული ურთიერთობა ხელს არ უწყობს ამგვარ ფორმირებას“, — ხაზი გაუსვა ექსპერტმა. 

თუმცა, სერგეი ხენკინმა იქვე აღიარა, რომ ამგვარი შესაძლებლობის გამორიცხვა ნაადრევია, ვინაიდან მას სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს, კერძოდ, მადრიდის ევროპელ პარტნიორებს შორის. 

„დიდი კოალიციის მხარდამჭერად ამჟამად ბრიუსელი გვევლინება, რომელიც დაინტერესებულია ესპანეთში პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობით“, — ვარაუდობს ექსპერტი. 

არჩევნების შედეგების მიხედვით, ესპანეთის პარლამენტში ასევე შედიან: „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“, „დემოკრატია და თავისუფლება“, უკიდურესად მემარცხენე კოალიცია „სახალხო ერთობა — გაერთიანებული მემარცხენეები“, „ბასკეთის ნაციონალისტური პარტია“, ბასკეთის პარტია „ბილდუ“ და „კანარის კოალიცია“. 


ყველა ახალი ამბავი
0