ესპანეთში გამართულ არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო

© photo: Sputnik / Игорь Михалев / გადასვლა მედიაბანკშიმადრიდი
მადრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესპანეთში მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 28,72%–მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილი პედრო სანჩესის „სოციალისტურმა მუშათა პარტიამ“ – 90 ადგილი (22%) – მოიპოვა, პაბლო იგლესიასის „პოდემოსს“ არჩევნებში მიღბული 20%–ით კონგრესში 69 ადგილი ხვდა წილად.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ესპანეთის მმართველმა „სახალხო პარტიამ“ კონგრესში 123 მანდატი მოიპოვა, ასეთია ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

მმართველ პარტიას ამომრჩეველთა 28,72%–მა დაუჭირა მხარი და მან ქვედა კონგრესის პალატაში საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა (კონგრესის წინა შემადგენლობაში სახალხო პარტიას 187 ადგილი ჰქონდა).

საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი პედრო სანჩესის „სოციალისტურმა მუშათა პარტიამ“ – 90 ადგილი (22%) – მოიპოვა, პაბლო იგლესიასის „პოდემოსს“ ამომრჩეველთა 20%–მა დაუჭირა მხარი და კონგრესში 69 ადგილი ხვდა წილად. მემარჯვენე–ცენტრისტულ პარტია „მოქალაქეს“ ამომრჩეველთა 13,9%–მა დაუჭირა მხარი და 40 ადგილი ხვდა წილად.

გარდა ამისა, პარლამენტში „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“ (9 ადგილი), „დემოკრატია და თავისუფლება“ (8 ადგილი), ბასკების ეროვნული პარტია (6 ადგილი), მემარცხენე კოალიცია „სახალხო ერთობა – მემარცხენეთა გაერთიანება“ (2 ადგილი) და ბასკური პარტია „ბილდუ“ (2 ადგილი) მოხვდა.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის მომავალი იმ კოალიციებზე იქნება დამოკიდებული, რომლებთან მიმართებითაც პარლამენტში შესულ პარტიებთან შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი. პრემიერმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სტაბილურობისათვის მზადაა მთავრობა დააკომპლექტოს. 

კატალონიელების აქცია - Sputnik საქართველო
ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოში კატალონიის რეზოლუციის წინააღმდეგ სარჩელი შევიდა

გარდა კონგრესის 350 დეპუტატისა, ესპანელებმა კონგრესის ზედა პალატის ნაწილი – კონკრეტულად 226–დან 208 სენატორი აირჩიეს. არჩევნების შედეგებით, „სახალხო პარტიამ“ ხმების 99%–ზე მეტი და შესაბამისად, 124 სენატორის სავარძელი მოიპოვა, რის საფუძველზეც აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნა.

ესპანეთის „სოციალისტური მუშათა პარტია“ 47 ხმით მეორე ადგილზე გავიდა, „პოდემოსს“ სენატში 16 ადგილი ხვდა წილად. გარდა ამისა, 6–6 ადგილი გაინაწილეს „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატია და თავისუფლებამ“.

ასეთი განლაგება „სახალხო პარტიას“ საშუალებას მისცემს აუცილებლობის შემთხვევაში ზედა პალატის საშუალებით კონგრესის გადაწყვეტილება დაბლოკოს, რომელშიც უმრავლესობა მას უკვე აღრ ჰყავს.

საპარლამენტო არჩევნებზე ელექტორატის აქტივობამ 73%–ს გადააჭარბა, რაც 2011 წელს გამართულ არჩევნებთან შედარებით, 4%–ით მეტია.


ყველა ახალი ამბავი
0