თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლებამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
ორშაბათს, კატალონიის პარლამენტმა ესპანეთიდან გამოყოფის პროცესი შესაბამისი რეზოლუციის მიღებით დაიწყო. ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარის მარიანო რახოის განცხადებით, ეს ქმედება უკანონოა. სახელმწიფო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მინისტრთა კაბინეტს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა შესთავაზა.
სარჩელი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია. სახელმწიფო გენერალური ადვოკატი მარტა სილვა დე პაურტამ შესატყვისი სარჩელი წარმოადგინა. სარჩელის შეტანის თაობაზე ოფიციალურად ეცნობებათ კატალონიის 21 პოლიტიკოსს, რომლებსაც უშუალო კავშირი ჰქონდათ რეზოლუციის მიღებასთან.
საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოთხშაბათს უნდა მიიღოს. თუ სასამართლო წარმოებაში მიიღებს სარჩელს, მაშინ რეზოლუციის მოქმედება ხუთ თვემდე ვადით შეჩერდება, რა დროის განმავლობაშიც სასამართლომ ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.