გამოკითხვა: საქართველოს მოსახლეობის 57%–ს დასაქმების საკითხი აწუხებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, ვისაც სამუშაო ადგილების საკითხთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებთ.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია სამუშაო ადგილების პრობლემა, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა, ამაზე აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგები მეტყველებს. 

კვლევის „საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია საქართველოში NDI–ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton) ორშაბათს, 21 დეკემბერს წარადგინა. 

კითხვაზე – „თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის რომელი ეროვნული საკითხებია მნიშვნელოვანი“, გამოკითხულთა 57%–მა უპასუხა, რომ ესაა სამუშაო ადგილები, 29%–მა – სიღარიბის პრობლემა და ამდენივემ – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაასახელა. გარდა ამისა, რესპონდენტთა 28% მნიშვნელოვნად მიიჩნევს პენსიის საკითხს, 26% – ფასების ზრდას.

თბილისი - Sputnik საქართველო
NDI: საქართველოს მოსახლეობის 24% ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

27 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით პერიოდში ჩატარებული კვლევის „საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში“ თანახმად (გამოიკითხა 4360 ადამიანი), საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სამუშაო ადგილების პრობლემა გამოკითხულთა 66%–მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია – 43%–მა, ხოლო სიღარიბე – 39%–მა.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა – 27%. პენსიები მნიშვნელოვანი იყო რესპონდენტთა 21%–ისთვის, ხელფასები – 17%–ისთვის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 17%–ისთვის, რუსეთთან ურთიერთობები – 12%–ისთვის.

საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 1 ათას 881 ადამიანი, ცდომილება შეადგენს +/– 1,8 %–ს.

NDI–ს კვლევას შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს. გამოკითხვას ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).


ყველა ახალი ამბავი
0