საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლის კლება სავალუტო კრიზისმა განაპირობა

© RIA Novosti . Бесик Пипияბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ამ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ ან ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილს და სხვა.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლის 14 %–ით კლება წინა წელთან შედარებით, ძირითადად პარტნიორ ქვეყნებში არსებულმა სავალუტო კრიზისმა განაპირობამ  მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის “ ანალიტიკოსს პაატა ბაირახტარს.

„საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლება წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, პირველი ეს არის სავალუტო კრიზისი ჩვენს ძირითად  სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, ხოლო მეორე კი – ნავთობის გაიაფება, რაც ნეგატიურად აისახა ჯერ მათი მოსახლობის მსყიდველობით უნარზე და შესაბამისად ჩვენს ექსპორტზე“–აღნიშნა პაატა ბაირახტარმა,

რაც შეეხება იმპორტს, პაატა ბაირახტარის თქმით, ქვეყანაში ლარის დევალვაციის შედეგად, ფასებზე სხვაობა მხოლოდ იმპორტირებულ პროდუქციაზე მივიღეთ. 

 „უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი საქართველოს უკვე წლების განმავლობაში აქვს, და მას კიდევ რამდენიმე წელი ვერ დავძლევთ, რადგან ჩვენ იმპორტზე ბევრ კომპონენტში ვართ დამოკიდებული“–მიაჩნია ანალიტიკოსს.  

საზღვაო ხომალდი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტი იანვარ–ოქტომბრის პერიოდში 24%–ით შემცირდა

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ამ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ ან ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილს და სხვა.

11 თვეში იმპორტმა 6 მლრდ 873 მლნ აშშ დოლარი (11%–ით ნაკლები) შეადგინა. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ნავთსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზსა და აირად ნახშირწყლალბადებს, ხორბალს, ელექტროტრანსფორმატორებს და სამკურნალო საშუალებებს.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0