თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ახალ ელჩთან ძი იანჩიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური შაბათს, 19 დეკემბერს.
შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი „აბრეშუმის გზის", როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სახმელეთო მარშრუტის როლს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოში ჩინეთის ინვესტიციების ზრდის ტენდენციებს.
13 დეკემბერს თბილისში ლიანიუნგანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი შემოვიდა, რითაც ოფიციალურად გაიხსნა „აბრეშუმის გზა“. ტრანზიტულმა მატარებელმა ტვირთი ჩინეთიდან თურქეთში უნდა ჩაიტანოს.
„აბრეშუმის გზის“ პირველი მატარებლის ჩამოსვლითა და სავაჭრო მარშრუტის აღდგენით, ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში“, — განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრისას.
ნოემბერში თურქეთმა, ჩინეთმა, ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად კონსორციუმი დააარსეს.