პრემიერმა „აბრეშუმის გზის“ პირველი მატარებლის ჩამოსვლას ისტორიული მოვლენა უწოდა

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლოს თბილისში კიდევ ერთი სატრანზიტო მატარებელი ჩამოვა. ხოლო 2016 წლის დასაწყისიდან პროექტის ფარგლებში რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისტორიული უწოდა ჩინეთიდან „აბრეშუმის გზის“ პირველი მატარებლის ჩამოსვლას, და აღნიშნა, რომ  სავაჭრო მარშრუტის აღდგენით „ჩვენი ქვეყანა იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას აკისრია საუკუნეების განმავლობაში“.  

„დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად…  მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და ევროკავშირის დროშები“, — განაცხადა პრემიერმა. 

თბილისის ცენტრალური სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე პირველი სატრანზიტო მატარებლის ჩამოსვლასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ჩინეთის ლიანიუნგანის ტერმინალიდან გამოსულმა მატარებელმა გადაკვეთა ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში გაემგზავრება. 

სატვირთო მატარებლები - Sputnik საქართველო
პირველი ტრანზიტული ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში კვირას ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს თითოეული კონტეინერის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლებიც ამიერიდან საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. 

„დღეს საუბარი იყო ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩატანაზე, თუმცა აქ იქნება, რა თქმა უნდა, ევროპასთან პირდაპირი მიმოსვლაც შავის ზღვის მეშვეობით.  ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარშრუტები მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ბიზნესებს საქართველოში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროპასა და ჩინეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც „სატრანზიტო ჰაბის“ მონაწილეობა ამ პროექტში მის განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. 

ნოემბერში თურქეთმა, ჩინეთმა, ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადასაზიდად კონსორციუმი დააარსეს. 


ყველა ახალი ამბავი
0