კუკავა: საქართველომ და რუსეთმა კონფედერაციის მოდელი უნდა განიხილონ

გამოწერა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ქართველ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას კონფედერაციული მოდელის საჯარო განხილვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებამ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, კონფედერაციის მოდელის განხილვა უნდა დაიწყონ, განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ შაბათს, 19 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება. დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. საქართველოს პრემიერმა პუტინის ამ განცხადებას  წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

კახა კუკავა - Sputnik საქართველო
კუკავა: რუსეთი საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება

„საზოგადოების ყურადღება მინდა მივმართო პრეზიდენტ პუტინის იმ განცხადებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და რომელშიც აღნიშნა, რომ ამ საკითხის სწორი გადაწყვეტილება ქართულ-აფხაზურ-ოსური დიალოგის გამართვა შეიძლება იყოს“, — განაცხადა კახა კუკავამ. 

მისი აზრით, ეს განცხადება სრულიად განსხვავდება რუსი დიპლომატების მკაცრი და სტანდარტული პოზიციისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი — უკვე დადასტურებული ფაქტია, რომელიც ხელახლა გადახედვას არ ექვემდებარება. მსგავსი განცხადებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემას მოიაზრებდა, მაგრამ, კონკრეტული ფორმით — არ ავალდებულებდა რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას — პუტინი ადრეც გამოდიოდა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ნებისმიერ საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს

 „სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეოთხე წელია იგნორირებას უკეთებს პრეზიდენტ პუტინის წინადადებას. კონფედერაციის მოდელი, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ბოლო შანსი იყოს მანამდე, ვიდრე კონფლიქტებთან — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი — მიმართებით საერთაშორისო ბალანსი არ შეიცვლება“, — მიიჩნევს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე.

კუკავა პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას კონფედერაციული მოდელის საჯარო განხილვისკენ  მოუწოდებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0