ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კომენტარი გააკეთა სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

© photo: Sputnikთბილისი, პრეზიდენის სასახლის ხედი
თბილისი, პრეზიდენის სასახლის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველო უვიზო რეჟიმს ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ მიიღებს, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ელჩმა იანოშ ჰერმანმა (Janos Herman) პარასკევს, 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო  დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე. 

 „მომავალი წლის დასაწყისში ევროკომისია ევროპარლამენტს წარუდგენს სპეციალურ რეგლამენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეიტანონ საქართველო იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან ვიზების მიღების პროცედურისაგან  და მოკლე ვადით შეუძლიათ შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთა“, — განაცხადა ჰერმანმა. 

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ევროკომისარი: ვიზების გაუქმება ევროპაში სამუშაოს მაძიებლებს არ შეეხებათ

 ამასთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ევროპარლამენტს გარკვეული ვადა დასჭირდება. 

 "იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც გვქონდა მოლდოვას შემთხვევაში, დრო კომისიის პროგრესის ანგარიშიდან ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო დაახლოებით 4-დან 5 თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ამას ნუ დავეყრდნობით, რადგანაც შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იყოს", — განმარტა იანოშ ჰერმანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0