კალაძე რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრების შესაძლებლობაზე საუბრობს

© блог Кахи Каладзеკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, ქართული მხარე ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრის იმედს გამოთქვამს.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მაღალი დონის შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა, თუმცა, იგი თვლის, რომ ამისათვის მომზადებაა აუცილებელი, შედეგიანი რომ იყოს, წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება. დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. საქართველოს პრემიერმა პუტინის ამ განცხადებას  წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: საქართველო–რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი დღის წესიგში არ დგას

“ვფიქრობ, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია. თუმცა, ეკონომიკური მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა… უნდა მომზადდეს შეხვედრა თუ ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შედეგიანი იყოს”, – განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0