აშშ–ში საბაზო განაკვეთის ზრდამ, შესაძლოა საქართველოში კაპიტალის გადინება გამოიწვიოს

© photo: Sputnik / Natalia Seleverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ს დროშა
აშშ-ს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრების კომიტეტმა, მორიგი სხდომის შედეგების მიხედვით, 2006 წლის 29 ივნისის შემდეგ პირველად, საბაზო პროცენტული განაკვეთი რეკორდულად დაბალი – 0–0,25% დონიდან 0,25–0,5%–მდე გაზარდა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა აბსოლუტურად არის დამოკიდებული მსოფლიოს დიდი მოთამაშეების გადაწყვეტილებებზე, მიაჩნია ექსპერტს ფულად-საკრედიტო საკითხებში ლია ელიავას.

 „როდესაც აშშ–მ განაცხადა, რომ ისინი ამთავრებენ რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკას, ამან სავალუტო კურსის მკვეთრი ვარდნა და სვალუტო კრიზისი გამოიწვია. მარტო იმის დაანონსება, რომ შეიძლება გაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი  შეერთებულ შტატებში უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება დაწყებულიყო. ახლაც არ არის გამორიცხული, რომ მონეტარული პოლიტიკის ზრდამ ისევ გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნიდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინების მორიგი ტალღა და სავალუტო კურსის ვარდნა. ასე რომ ჩვენზე ასეთი დიდი ქვეყნების ეკონომიკური გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ“.–აღნიშნა ლია ელიავამ.

 მისი თქმით, აშშ–ს მთავრობის  მიერ წინასწარ იყო დაანონსებული, როგორც რაოდენობრივი შერბილების პროგრამის დამთავრება ასევე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ცვლილება და სხვათა შორის ეს მათ ჯერ კიდევ წინა სხდომაზე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ საერთაშორისო ფინანსური წრეების ზეგავლენით, მათ ეს წლის ბოლოსთვის გადმოიტანეს. 

 „მინდა გითხრათ აქ ჩადებული იყო  საერთაშორისო ფაქტორიც, რომელიც იმას გულისხმობდა, რომ სხვა ქვეყნის ეკონომიკებს შეიძლება ცუდად დაეწყოთ რეაგირება ამ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდაზე.“–აღნიშნა ლია ელიავამ. 

ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
აშშ–ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზო განაკვეთი 0,25–0,5%–მდე გაზარდა

 მისი თქმით, აშშ–ს რაოდენობრივი შერბილების პროგრამა, რომელიც იყო რამოდენიმე ეტაპიანი და გულისხმობდა არა მარტო ფულის პრაქტიკულად უფასოდ გახდომას, არამედ ეკონომიკის მხარდაჭერას დამატებითი ლიკვიდობის მიწოდების გზით, იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ბიძგი მისცემოდა აშშ–ს ეკონომიკას და ეს მთავრობას საკმაოდ კარგად გამოუვიდა.

 აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ღია ბაზრების კომიტეტმა, მორიგი სხდომის შედეგების მიხედვით, 2006 წლის 29 ივნისის შემდეგ პირველად, საბაზო პროცენტული განაკვეთი რეკორდულად დაბალი – 0–0,25% დონიდან 0,25–0,5%–მდე გაზარდა, აღნიშნულია რეგულატორის პრეს–რელიზში.

ამგვარად, საბაზო პროცენტული განაკვეთის საშუალო სიდიდე წლიურ 0,375%–ს შეადგენს. განაკვეთი 17 დეკემბერიდან იზრდება.

 აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ზომიერ დაჩქარებას აღნიშნავს. საოჯახო მეურნეობის ხარჯები კარგი ტემპებით იზრდებოდა. საცხოვრებელ სექტორში ვითარების გაუმჯობესება გრძელდება. ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემა შრომის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესების თაობაზე აცხადებს.

 ამასთან, ექსპორტის დინამიკა სუსტი რჩება. ქვეყანაში ინფლაცია კვლავინდებურად მიზნობრივ დონეზე 2%–ით ქვევით რჩება და ენერგომატარებლებსა და მთლიანად იმპორტზე ფასების კლებას ნაწილობრივ ასახავს.

„ინფლაცია საშუალოვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, 2%–მდე გაიზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0