თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ევროკომისია ევროკავშირთან ვიზა–ლიბერალიზაციის კუთხით მუშაობის ფარგლებში უკრაინისა და საქართველოს მიღწეულ პროგრესზე მოხსენებების გამოქვეყნების ზუსტ თარიღს ჯერ ვერ ასახელებს, განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიგრაციის საკითხებში ნატაშა ბერტომ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„წლის ბოლომდე სამ მოხსენებას გამოვაქვეყნებთ: სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ უკრაინის, საქართველოსა და კოსოვოსთვის. სამივე მომზადების ფინალურ სტადიაზეა… ამ დოისთვის ზუსთი თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მოხსენებებს მალე წარმოცადგენთ“, – განაცხადა ბერტომ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ევროკომისია მოხსენებას 15 დეკემბერს გამოაქვეყნებდა, მაგრამ ეს ვადა, გავრცელებული ინფორმაციით, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.