ვაშინგტონი და ლონდონი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მხარს უჭერენ

© http://iinsider.biz/сша-и-европа-как-удержат-позиции/დროშა
დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ დარჩენილია „გარკვეული ტექნიკური საკითხები“.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერენ, განაცხადეს საქართველოში აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთხშაბათს, 16 დეკემბერს.

ადრე ვარაუდობდნენ, რომ ევროკომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამშაბათს, 15 დეკემბერს გამოქვეყნდებოდა, თუმცა, პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მოხსენების გადადების შესახებ კომენტარისას აღნიშნეს, რომ ანგარიში ტექნიკური მიზეზების გამო არ გამოქვეყნდა და ეს ქართულ მხარეს არ უკავშირდება. 

„შეერთებული შტატები (ევროკავშირთან) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს, თუმცა, ყოველივე ეს ტექნიკური ამოცანების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია“, – განაცხადა მედიასთან ამერიკელმა დიპლომატმა იან კელიმ.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლის აზრით, ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართელოსთვის დადებითი იქნება. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა განმარტა თუ რატომ გადაიდო ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება

„დიდი ბრიტანეთის შენგენის შეთანხმების წევრი არ არის, მაგრამ ამ საკითხში მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ. საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მისაღებად მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და პროგრესი სახეზეა. დარჩენილია გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება“, – განაცხადა ჰოლმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არა ერთხელ გამოუთქვამთ იმედი, რომ ელოდებიან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისისათვის. 

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის (VLAP) სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0