პრემიერმა განმარტა თუ რატომ გადაიდო ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება

© courtesy of Irakli Garibashviliსაქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზებით გადაიდო, რაც ქართულ მხარეს არ უკავშირდება, — განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 15 დეკემბერს. 

მანამდე ცნობილი იყო, რომ ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. როგორც უმაღლესმა ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განმარტა, კომისია მხარეებთან მუშაობას განაგრძობს და მოხსენება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთვის დადებითი იქნება

„გუშინ ევროკავშირში სატელეფონო საუბრები მქონდა და გეტყვით, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ, გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომლის გამოქვეყნება უახლოეს დღეებში მოხდება“, — განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. 

ევროკომისიის წინა დასკვნის თანახმად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან  შვიდი ჰქონდა შესრულებული. ეს ეტაპი თავშესაფრის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებს მოიცავს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0