თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან მზარდი სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის რუსეთში ღვინის პროდუქციის ექსპორტის ზრდა აღნიშნა.
2015 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 28,1 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ქართული ღვინო. რუსეთი, რომელზეც 14 660 981 ბოთლი ღვინო მოდოს, კვლავ ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება.
„დღეს, მიუხედავად სირთულეებისა, ვხედავთ სიგნალებს საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან, მაგრამ ეს სიგნალებიც მიიღება. მიაქციეთ ყურადღება, რომ საქართველოს ღვინის მასალების საექსპორტო მოცულობის ორი მესამედი რუსეთის ბაზარზე შემოდის და არა სადღაც იქ, შორეულ უცხოეთში“, – განაცხადა პუტინმა.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის რუსეთს მეოთხე ადგილი უკავია. 2015 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 594 მლნ აშშ დოლარი – საქართველოს მთლიანი საგარეო ბრუნვის 7,3% შეადგინა.
ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა 126,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ექსპორტის მთლიანი მოცულობის 6,9%), ხოლო იმპორტმა რუსეთიდან საქართველოში – 468 მლნ აშშ დოლარი (იმპორტის საერთო მოცულობის 7,4%).
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.