პუტინი: 2008 წლის მოვლენებში რუსეთი დამნაშავე არ არის

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მიეღო ისეთი ავანტიურული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ქვეყანა ტერიტორიულ გახლეჩვამდე მიიყვანა. "ეს მათი, ისტორიული დანაშაულია და თავიდან ბოლომდე მათ მხრებზეა", – აღნიშნა პუტინმა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. 2008 წელს საქართველოში ვითარების დაძაბვის მიზეზი რუსეთი არ არის, ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასა და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დეგრადირებაში ბრალი სრულად მიუძღვის მხოლოდ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გაიმართა.

„რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებსა და ამის ფონზე ჩვენი ურთიერთობების (საქართველოსთან – რედ.) დეგრადირებას, ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ, თუმცა, მე საჭიროდ ვთვლი კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენ არ ვართ შექმნილი ვითარების გართულების მიზეზი. საქართველოს მაშინდელ  პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ უნდა მიეღო ისეთი ავანტიურული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ქვეყანა ტერიტორიულ გახლეჩვამდე მიიყვანა. ეს მათი, ისტორიული  დანაშაულია და თავიდან ბოლომდე მათ მხრებზეა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 


ყველა ახალი ამბავი
0