კომპანიამ BitFury თბილისში გაგრილების დატა ცენტრი გახსნა.

© facebook.com/GaribashviliOfficialკომპანიამ BitFury თბილისში გაგრილების დატა ცენტრი გახსნა.
კომპანიამ BitFury თბილისში გაგრილების დატა ცენტრი გახსნა. - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიამ BitFury დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში და 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონის განვითარება.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 40 მგვტ სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების დატა ცენტრი გაიხსნა. დატა ცენტრი ცნობილმა კომპანია BitFury-მ გახსნა,  - იტყობინება პრემიერის პრესსამსახური.

 კომპანიამ BitFury პირველი წარმატებული პროექტი გორში განახორციელა, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის გაფართოება და დაიწყო დამოუკიდებელი პროექტის განხორციელება გლდანში და 18 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე თბილისის თავისუფალი ზონის განვითარება. 

 პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც თავის მხრივ გულისხმობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში.

 ინოვაციური სისტემით აღჭურვილი ცენტრის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმსა და ქუთაისში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები გაიხსნა

 „ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის BitFury, შემოდის საქართველოში. მან უკვე განახორციელა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია თანაინვესტირების ფონდის თანადგომით. ასეთი ცნობილი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო არის კიდევ უფრო გაუმჯობესებული, ვიდრე იყო მანამდე“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა იქნება დამატებითი სტიმულის მიმცემი სხვა კომპანიებისთვისაც, რათა განახორციელონ ინვესტიციები,- თქვა ღარიბაშვილმა.

 „BitFury Group მეგა დატა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლებით თბილისის თავისუფალი ზომის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება“, — ნათქვამია პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0