ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8%-ით შემცირდა

© https://www.facebook.com/GaribashviliOfficial?fref=tsხილის გადამამუშავებელი ქარხანა
ხილის გადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,2 %-ით გაიზარდა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8%-ით შემცირდა 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. თვის ინდექსის ფორმირებაზე ძირიდათი გავლენა ფასების დაწევამ გამოიწვია გადამამუშავებელ მრეწველობაში 0,6%-ით.  

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაციამ 1% შეადგინა

წარმოებული სამრეწველო პროდუქციის საერთო მოცულობამ მესამე კვარტალში ფულად ერთეულში 2,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 8,5%-ით მეტია 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. 

2015 წლის ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 8,2 %-ით გაიზარდა. წლიური ინდექსის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგ სფეროებში: გადამამუშავებელი მრეწველობა — 7,9%-ით და  ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის წრმოება —განაწილება —13,1%-ით. 


ყველა ახალი ამბავი
0