საქართველოში ინფლაციამ 1% შეადგინა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,4% შეადგინა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის აგვისტოში, იმავე წლის ივლისთან შედარებით,  საქართველოში ინფლაციამ  1% შეადგინა, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

 საანგარიშო პერიოდში ფასები სასურსათო საქონელზე და უალკოჰოლო სასმელებზე 2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლზე და თამბაქოზე — 0,6%-ით, კომუნალურ მომსახურეობაზე — 4,4%-ით, კავშირგაბმულობაზე 0,1%-ით, განათლების სფეროში — 0,2%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროში — 1,1%-ით. 

 ამავე დროს ფასები სატრანსპორტო სფეროში 0,7%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ფასები ჯანდაცვის სფეროში არ გაზრდილა. 

 2015 წლის აგვისტოში 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,4% შეადგინა. 

 აღნიშნულ პერიოდში ფასები ალკოჰოლსა და თამბაქოზე 13,1%-ით გაიზარდა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე — 6,3%-ით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების სფეროში — 6,1%-ით, ჯანდაცვის სფეროში — 9,1%-ით, განათლების სფეროში — 3,3%-ით, კომუნალურ მომსახურებაზე — 5%-ით, კავშირგაბმულობის სფეროში — 0,3%-ით. 

 ამავე დროს ფასები სატრანსპორტო მომსახურებაზე 1,6%-ით შემცირდა. 


ყველა ახალი ამბავი
0