თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ოთხშაბათს, 16 დეკემბერს.
ქართული სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა მიმი კოდელმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგასა და ქართველ სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილოებისთვის გადაუხადა მადლობა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დღეისათვის ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ და აგრეთვე ევროკავშირის სამხედრო მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
მიმი კოდელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალბანეთი, როგორც ნასტოს წევრი ქვეყანა, საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას მხარს უჭერს და საქართველოს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში უფრო აქტიურად დაეხმარება.
"თქვენ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ გზაზე", – განავხადა ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა.