მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დროებით გააუქმა

© photo: Sputnik / Сергей Грызунов / გადასვლა მედიაბანკშიტირანა
ტირანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე ალბანეთის ხელისუფლება ცალმხრივი წესით რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ტურისტების მოზიდვის მიზნით, რეგულარულად აწესებდა უვიზო რეჟიმს, მაგრამ რეჟიმის მოქმედების ვადა სხვადასხვა წლებში იცვლებოდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. რეჟიმი 2015 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრამდე მოქმედებს, აღნიშნულია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

სავიზო რეჟიმი ასევე მოქმედებს რუსეთის, ბელორუსიის, ბაჰრეინის, ყატარის, ომანისა და საუდის არაბეთის მოქალაქეებისთვის.

წინა წლებში ალბანეთის ხელისუფლება ცალმხრივი წესით, ტურისტების მოზიდვის მიზნით, რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის რეგულარულად აწესებდა უვიზო რეჟიმს, მაგრამ რეჟიმის მოქმედების ვადა სხვადასხვა წლებში იცვლებოდა.

ჩვეულებრივ რეჟიმში ალბანეთში შესასვლელად საჭიროა ადგილობრივი ვიზა ან მრავალჯერადი შენგენის ვიზა, ბრიტანეთის, ამერიკის ვიზა ან დროებითი ცხოვრების უფლებაზე შესაბამისი ცნობა. 


ყველა ახალი ამბავი
0