კიევის ყოფილ მერს საქართველოში გამარჯვება გაუჭირდება

© photo: Sputnik / Сергей Старостенко / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ ჩერნოვეცკი
ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და უკვე ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

თბილისი, 15 დეკემბერი-Sputnik. კიევის ყოფილი მერი  მეტისმეტად გვაინ გამოჩნდა ქართული პოლიტიკაში და მოსახლეობისთვის პრაქტიკულად უცნობი ფიგურაა. ამიტომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ნაკლებ სავარაუდოა, განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ 

 მილიონერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და უკვე ემზადება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 

 „მეეჭვება, რომ საქართველოს მოსახლეობამ მის ამ ნაბიჯს მხარი დაუჭიროს, რადგან ჩერნოვი საქართველოში ადრე არც ერთ მოვლენასთან დაკავშირებით არ გამოჩენილა, ჩვენს მოსახლეობას კი  უცნობი პოლიტიკური ფიგურის  მიმართ არა აქვს ხოლმე ისეთი ნდობა, რომელიც მას არჩევნებში გაამარჯვებინებდა“–აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

 პოლიტოლოგის თქმით, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოში კიევის ყოფილ მერს ამომარჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაში ხელს შეუშლის. 

  „რადგანაც ქართული ფიგურა უკრაინაში უკვე არის და მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც არ ემხრობა ნაციონალებს, უკრაინის ასეთ ნაბიჯს დადებითად არ აფასებს, უკრაინული ფიგურის აქ გამოჩენას არა მგონია მიესალმოს. თანაც ასეთი პოლიტიკური ბარტერის გაკეთება ფაქტიურად იმ ნაბიჯის გმართლებასაც გულისხმობს, რაც პოროშენკომ გადადგა სააკაშვილის დაწინაურებით“–თვლის რამაზ საყვარელიძე.

 ჩერნოვეცკი კიევის საქალაქო ადმინისტრაციას 2006–2012 წლებში ხელმძღვანელობდა. ის უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს, დაკავებულია ბიზნესითა და ქველმოქმედებით, აქვს დიდი ვილა ქობულეთში. წარსულში მილიონერი კატეგორიულად გამორიცხავდა პოლიტიკაში წასვლას. 

ლეონიდ ჩერნოვეცკი - Sputnik საქართველო
კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი ქართულ პოლიტიკაში მოდის

„ვაპირებ პარლამენტში შესვლას. ირგვლივ სიღარიბეა და წამყვან პოლიტიკურ პარტიებს ძალიან სუსტი პოზიციები აქვთ. ჩვენ ყველა სფეროში რეფორმებს ჩავატარებთ“, — განუცხადა ჩერნოვეცკიმ ქართულ მედიას. 

 ცნობილია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კიევის ყოფილი მერი აპირებს გაასამმაგოს პენსია. ასევე ცნობილია, რომ მისი პარტია ევროპულ ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ არ გამოყოფს რუსეთის ინტერესებს. 

 Facebook-ის საკუთარ გვერდზე კიევის ყოფილმა მერმა დაწერა, რომ „განიმსჭვალა საქართველოს პოლიტიკით“ და ბევრ გზას ხედავს მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად“.


ყველა ახალი ამბავი
0