თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik.საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს “პოლიციის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც შსს-ს თანამშრომლებს უფლება ეძლევათ შენობებზე დამონტაჟებული გარე თვალთვალის კამერების ვიდეომასალები გამოიყენონ საგზაო წესების დამრღვევთა გამოსავლენად. არსებული კანონმდებლობით, პოლიციას ვიდეოჯარიმებისათვის მხოლოდ საგზაო ვიდეო კამერების გამოყენების უფლება აქვს.
ახალი კანონპროექტის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან ვიდეოჯარიმებისათვის საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევთა წინააღმდეგ, გამოყენებული იქნება არა მარტო გზებზე დამონტაჟებული კამერები, არამედ შენობებზე, და მათ შორის კერძო პირების მიერ დამონტაჟებული კამერების ვიდეო ჩანაწერებიც.
გარდა ამისა დამონტაჟდება ფარული კამერებიც და რადარებიც, რომლის თაობაზე მოსახლეობა არ იქნება ინფორმირებული.
ამასთან ერთად, ფარულ ვიდეოთვალთვალს განახორციელებს ფარული პატრული, რომელიც ქალაქში განმასხვავებელი ნიშნების გარეშე იმოძრავებს და ფოტო, ვიდეო და სიჩქარის გაზომვის აპარატურით იქნება აღჭურვილი.