დავით უსუფაშვილი: ევროკომისიის მუშაობას გაგებით უნდა მოვეკიდოთ

© facebook.com/DavidUsupashviliOfficialდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადება ტექნიკური და არა არსობრივი შეფერხებაა.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ჩვენ გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა დღეს არ გამოქვეყნდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სამშაბათს, 15 დეკემბერს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო. დასკვნის გადავადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა მხარეებთან გრძელდება და რომ დასკვნა ვიზების გაუქმების საკითხში მიღწეული პროგრესის თაობაზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა განმარტა თუ რატომ გადაიდო ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, ეს აღიარებულია და აღწერილია ყველა შესაძლო შეფასებაში და დოკუმენტში. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ამისთვის ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ სჭირდებათ კიდევ რამდენიმე დღე. მჯერა, რომ ეს არის ტექნიკური და არა არსობრივი შეფერხება, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებით. და თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ კოლექტიური სისტემის წევრი, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ კოლეგიური ორგანოს მუშაობის პერიპეტიებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არა ერთხელ გამოუთქვამთ იმედი, რომ ელოდებიან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას 2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისისათვის. 

ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის (VLAP) სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0