გია ხუხაშვილი“დეცენტრალიზაცია ერთადერთი სწორი გზაა“

© photo: Sputnik / Dadvadze / გადასვლა მედიაბანკშიქუთაისის პანორამა
ქუთაისის პანორამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების ბერკეტები აქვთ, ეს კი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. დეცენტრალიზაციის შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობებს თავისუფლებაც მეტი აქვთ და დემოკრატიის ხარისხიც იწევს, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი. 

  „ადგილობრივი თვიითმმართველობები საკუთარ პრობლემებს უკეთესად იცნობენ და აგვარებენ, ამიტომ მათ მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მიეცეთ. დეცენტრალიზაციის შემთხვევაში ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებაც მეტია და შესაბამისად ქვეყანაც უკეთესად იმართება. ასე რომ ეს ერთადერთი სწორი გზაა“–აღნიშნა გია ხუხაშვილმა "Sputnik-Georgia"-სთან საუბრისას. 

 მისი თქმით  რამდენად სწორად მივდივართ ამ გზაზე ეს უკვე სხვა საკითხია. 

მაღალმთიანი რეგიონი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონი მიიღო

 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების ბერკეტები აქვთ, ეს კი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 „სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა არსებული ცენტრალიზებული სისტემა. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცედენტო ადგილობრივი არჩევნები პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, 50%-იანი ბარიერი იყო მართლაც უპრეცედენტო, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. მე ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო," — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0