ბავარიის შს მინისტრი საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგია

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიმიუნხენის სიმბოლო
მიუნხენის სიმბოლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში თავშესაფრის მთხოვნელ უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა - აღნიშნა ჰერმანმა. ამასთან მათ ნახევარზე მეტი სწორედ ბავარიაზე მოდის.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გერმანული ფედერალური მიწის ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოახიმ ჰერმანი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინააღმდეგ გამოდის, იტყობინება გამომცემლობა Passauer Neue Presse.

 „იმის ნაცვლად რომ გაიმეორონ დასავლეთ ბალკანეთთან დაშვებული შეცდომები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ევროპას სერიოზულად სჭირდება იზრუნოს ევროპული საზღვრების დაცვაზე“, — უთხრა ჰერმანმა ინტერვიუში გამოცემას. 

 მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან, ამ ქვეყნიდან გერმანიაში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი რამოდენიმეჯერ გაიზარდა. 

 „2013 წელს ასეთი მხოლოდ 141 იყო, 2014 წელს — უკვე 2657. 2015 წელს ეს ციფრი გაორმაგდა“, — აღნიშნა ჰერმანმა. 

 გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი ლტოლვილების დაახლოებით ნახევარი სწორედ ბავარიაზე მოდის. 

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
მოგერინი: საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე ბრიუსელში იმსჯელებენ

 უკრაინა, რომელმაც გასული წლის ივნისში ხელი მოაწერა შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ, აცხადებს თავის მისწრაფებას ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს რომ ევროკავშირთან  უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წელს მიიღებს. მანამდე ევროკავშირთან დაახლოებულმა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости“-ს დაუდასტურა, რომ რადგან ქვეყანამ ევროკავშირის თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულა, შესაძლოა 2016 წელს უკრაინამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღოს. 

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში მიაღწევს. ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის გათვალისწინებული გეგმის შესრულებაზე ანგარიშს (VLAP) 15 დეკემბერს წარადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0