მოგერინი: საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე ბრიუსელში იმსჯელებენ

© facebook.com/GaribashviliOfficialფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის შემფასებელი მისია სამშაბათს საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ბრიუსელში საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ, — განუცხადა ჟურნალისტებს ორშაბათს, 14 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას 2015 წლის ბოლოს–2016 წლის დასაწყისში ვარაუდობს. ევროკავშირის შემფასებელთა მისია საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშს 15 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

Брюссель, Бельгия - Sputnik საქართველო
ევროკავშირში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 15 დეკემბერს განიხილავენ

„ჩვენ მომავალი წლისთვის უნდა მოვემზადოთ და ამისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებაა აუცილებელი. ჩვენი თანამშრომლობა ზოგიერთ ქვეყანასთან იმედისმომცემია, ზოგიერთთან — გარკვეული პრობლემები არსებობს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას — ეს ხვალინდელი დისკუსიის თემაა“, — განაცხადა მოგერინიმ ბრიუსელში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ევროკომისიის დადებით შეფასებას ელოდება.

„იმ შემთხვევაში, თუ ხვალ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდება, კომისია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით უკვე ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს. შემდგომ უკვე პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში", — განაცხადა ბაქრაძემ.

მოლდოვის მაგალითზე სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხუთ–ექვს თვეს გაგრძელდება. 

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.

 

ყველა ახალი ამბავი
0