ევროკავშირში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს 15 დეკემბერს განიხილავენ

© photo: Sputnik / Grigoriy SisoevБрюссель, Бельгия
Брюссель, Бельгия - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინასა და საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიშის წარდგენა 15 დეკემბერს იგეგმება. მანამდე ეს საკითხი არ განიხილება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინისათვის  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი არ განიხილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც 14 დეკემბერს არის დაგეგმილი, განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ. 

Парламент Грузии - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს

მოსალოდნელია, რომ ევროკომისია 15 დეკემბერს წარმოადგენს ანგარიშს თბილისისა და კიევის მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროგრამის შესრულების თაობაზე. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისათვის, უმაღლეს რადას უნდა მიეღო რიგი კანონპროექტებისა, თუმცა ყველა მათგანი არ ყოფილა მიღებული და ეხლა საჭიროა ევროკომისიის ექსპერტიზა. 

„უკრაინასა და საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციაზე ევროკომისიის ანგარიში უნდა შემოვიდეს 15 დეკემბერს, ხოლო  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო მანამდე შედგება, ამიტომ ჩვენ არ ვგეგმავთ ამ საკითხის განხილვას საბჭოზე“, — თქვა მან.


ყველა ახალი ამბავი
0