თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ვაჭრობის სფეროს საერთო ბრუნვამ 6,8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 6 %-ით აღემატება 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს, ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იტყობინება.
2015 წლის მესამე კვარტალში, ვაჭრობის სფეროში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულაბამ ფულად ღირებულებით 1,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 3,2%-ით აღემატება 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს.
2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 141 ათას 666 ადამიანს შეადგენს, ხოლო საშუალო ხელფასი 791,1 ლარია. მეორე კვარტლის მონაცემებით, ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი 138ათას 953 კაცი იყო ხოლო საშუალო ხელფასი 756,1 ლარი.