თბილისში პირველი ქართველი ფოტოგრაფისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ მუზეუმში ასევე გაიმართება წიგნის ,,ალექსანდრე როინაშვილი და მისი მუზეუმი“ პრეზენტაცია. გამოცემა სრულად ასახავს როინაშვილის სამუზეუმო საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიისა და კულტურული განვითარებისათვის.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. თბილისში პირველი ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის ალექსანდრე როინაშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „კავკასიური მოძრავი მუზეუმი“ 21 დეკემბერს გაიხსნება, იუწყებიან გამოფენის ორგანიზატორები. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს  საშუალება ექნება გაეცნოს ალექსანდრე როინაშვილის VII-XIX საუკუნეების სამუზეუმო ნივთებსა და ფოტონამუშევრებს.

„როინაშვილის სამუზეუმო კოლექცია მოიცავს როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, ისლამურ, აზიურ და ევროპულ ნივთებს. მათ შორისაა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოები, საომარი-სამხედრო აღკაზმულობები, სპილენძის, ვერცხლის, კერამიკის, ფაიფურისა და ფაიანსის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური ნიმუშები, არქეოლოგიური, ანტიკვარული ნივთები და სხვა“, — ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

როინიშვილი — ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის შემქმნელია, რომელთან ერთადან იგი საქართველოს ირგვლივ მოგზაურობდა, იღებდა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს, ამზადებდა რეპროდუქციებს ფრესკებიდან, ქმნიდა ქართულ მატიანეს და ფოტოგრაფიას ეროვმულ იერს სძენდა.ალექსანდრე როინაშვილი დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში, 1846 წელს დაიბადა. 14 წლის ასაკში იგი ჩამოვიდა თბილისში და ფერწერ-ფოტოგრაფ ხლამოვთან დაიწყო სწავლა და მუშაობა, ხოლო 1865 წლიდან დამოუკიდებლად გახსნა საკუთარი ფოტოატელიე და დაიწყო სიძველეების შეგროვება. 

ქემალ თურმანიძე თავის ნამუშევრებთან - Sputnik საქართველო
უნიკალური ეთნოგრაფიული მუზეუმი ანუ ,,ცოცხლად“ წარმოდგენილი ტრადიცია

1875 წელს როინაშვილმა თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის ფრესკების რეპროდუქციები დაბეჭდა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ელვის უსწრაფესად ვრცელდებოდა.

1880 წელს როინაშვილი დაღესტანში გაემგზავრა, სადაც რვა წლის განმავლობაში აგროვებდა ისტორიულად საინტერესო და ღირებულ ნივთებს. მალე როინაშვილს პეტერბურგის საიმპერატორი არქეოლოგიურ საზოგადოებაში წევრობა შესთავაზეს. მოგვიანებით კი ამ საზოგადოების დაკვეთით მან ფოტოალბომი სახელწოდებით „კავკასიური სახეები და ტიპაჟები“ შექმნა და უმაღლესი საიმპერატორო ჯილდოებიც მიიღო.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ როინაშვილმა თბილისში პირველი ფოტოსკოლა გახსნა, რომელშიც ახალგაზრდობას უსასყიდლოდ ასწავლიდა ფოტოხელოვნებას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაარსება როინაშვილის ოცნება იყო.

 


ყველა ახალი ამბავი
0