ქართული ფეხბურთის "სადაგი დღეები" ევროპაში

© http://ru.uefa.comთორნიკე ოქრიაშვილი (თეთრებში)
თორნიკე ოქრიაშვილი (თეთრებში) - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო“ ბოლო კვირის შედეგების მიხედვით, ევროპის საფეხბურთო კლუბებში ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობებზე მოგითხრობთ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ლადო დვალიშვილმა 13 თვის განმავლობაში პირველად გაიტანა გოლი — საქართველოს ნაკრების თავდამხმელმა პოლონეთის ჩემპიონატის მატჩში „პოგონსა“ და „პოდბესკიძეს“ შორის დუბლი გააფორმა. თამაში მასპინძლების გამარჯვებით — ანგარიშით 2:0 დასრულდა. დვალიშვილმა შესვენებისას კოლეგა შეცვალა, გოლები კი 55–ე და 77–ე წუთებზე გაიტანა.

ჰოლანდიური „ვიტესის“ ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა აქტივში საგოლე პასი ჩაიწერა. მისი გადაცემის შედეგად მილოტ რაშიცამ იმარჯვა და „ერაკლესთან“ გასვლით მატჩში კლუბს ფრე — 1:1 მოუტანა. „ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყო გამოცხადებული, მაგრამ მოედანზე არ გასულა.

სამაგიეროდ, „რეიმსის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მთელი 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. ნახევარმცველი „ტრუასთან“ თამაშის დროს დისკვალიფიცირებული იყო და „ნიცის“ წინააღმდეგ მატჩში შემადგენლობას დაუბრუნდა. შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის სულ ბოლოს კანკავამ თავისი „მორიგე“ ყვითელი ბარათი მიიღო.

ფეხბურთი: თბილისის დინამო – სუპერთასი 2015–ის მფლობელი - Sputnik საქართველო
თბილისის "დინამო" ფეხბურთში ზამთრის ჩემპიონი გახდა

მეორე ბუნდესლიგაში, „დუისბურგში“ მოთამაშე გიორგი ჭანტურია სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს, თუ როგორ აგებდა მისი გუნდი „კაიზერსლაუტერნთან“ 0:2–ს. „ზებრების“ მეორე ქართველი ლეგიონერი ლაშა დვალი მატჩის განაცხადში არ მოხვდა.

„გენკას“ ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის გასვლამ 66–ე წუთზე „ვესტერლოს“ წინააღმდეგ გასვლით თამაშში მის გუნდს ვერანაიარად ვერ უშველა. შეხვედრა ფრედ — 0:0 დასრულდა. ლუკა ზარდანია განაცხადში არ მოხვდა.

ევროპის ყველაზე „ქართულმა“ გუნდმა — კვიპროსის „პათოსმა“ გასვლით თამაშში ლარნაკის გუნდთან, ჩემპიონატის ლიდერ „აეკთან“ ანგარიშით 0:3 წააგო. სასტარტო შემადგენლობაში მინდორზე ერთბაშად ოთხი ქართველი — როინ კვასხვაძე, გია გრიგალავა, ნიკოლოზ გელაშვილი და ლევან ხმალაძე — გამოვიდა, თუმცა მათ საკუთარი კლუბის დახმარება მაინც ვერ შეძლეს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0