ექსპერტი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთს სამხრეთ ოსეთის მიერთებას აიძულებს

© photo: Sputnik / Михаил Мокрушин / გადასვლა მედიაბანკშიცხინვალის ქუჩაში
ცხინვალის ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივ–პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორმა ვლადიმირ ევსეევმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, იყვნენ რეალისტები და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეთ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნატოში გაწევრიანება ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას გამოიწვევს, განუცხადა სააგენტო Sputnik–ის კორეპოსნდენტს რუსმა სამხედრო ექსპერტმა, საზოგადოებრივ–პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორმა ვლადიმირ ევსეევმა.

თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

„რუსეთი საქართველოს ისევე, როგორც უკრაინას, ნატოში შესვლას ვერ აუკრძალავს. არ შეუძლია. მაგრამ უნდა გვესმოდეს, ამას რა მოჰყვება. თუ, მაგალითად, საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლია, მაშინ სამხრეთ ოსეთს შეუძლია  რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს — ეს სამხრეთ ოსეთის უფლებაა. ამიტომ ვითარება აქ ამგვარია: თუ საქართველო იწყებს ნატოში გაწევრიანების პროცესს,  სამხრეთ ოსეთის [რუსეთთან] მიერთების პროცესიც იწყება“, — პროგნოზირებს ევსეევი.

სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო
შოიგუ: ნატომ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 13–ჯერ გაზარდა

ეს რუსეთის მხრიდან იძულებითი ზომა იქნება, მიიჩნევს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არც საქართველოს სჭირდება და არც რუსეთს. 

„რუსეთი საქართველოს დაშანტაჟებას არ აპირებს, მაგრამ საქართველოს უნდა ესმოდეს, რომ ნატოს რუსეთში საფრთხედ აღიქვამენ. გამოდის, რომ ნატო გვიახლოვდება, ე. ი. რუსეთს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით სამხედრო–ტექნიკური ხასიათის ზომების გატარება მოუწევს — ანუ, ამ რეგიონებში სამხედრო ძალას გაზრდის“, — აღნიშნა მან.

საქართველოსთვის ახლა ოპტიმალური ვარიანტია, არ შევიდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, დარწმუნებულია ევსეევი.

„თუ გვინდა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი თუნდაც რაიმე სახით „ჰაერში გამოიკიდოს“ და ამ ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან ერთმნიშვნელოვანი შეერთება არ მოხდეს, ნატოში გაწევრიანების საკითხი უნდა შეჩერდეს და რუსეთიც, თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხს — რასაც სამხრეთ ოსეთიც მოითხოვს — აღარ განიხილავს“, — აღნიშნა ექსპერტმა.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: მჯერა, ქვეყანა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს

ევსეევმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, იყვნენ რეალისტები და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეთ. 

„საქართველოსთვის არავინ იომებს — 2008 წლის აგვისტომ ეს დაადასტურა, ამიტომ იმის ალბათობა, რომ მოვლენ ამერიკელები და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დააბრუნებენ, ნულია. ეს შემიძლია გითხრათ როგორც სამხედრო ექსპერტმა. ამიტომ ამის იმედი ნუ გექნებათ, უფრო ადვილია, რუსეთს მოელაპარაკოთ“, — განაცხადა ევსეევმა.

საქართველოს ხელისუფლებას, რამდენიმე წელია, ნატოს სამოქმედო გეგმის მიღების იმედი აქვს. ამჯერად ისინი იმედებს ალიანსის ვარშავის სამიტზე ამყარებენ, რომელიც 2016 წლის 8–9 ივლისს ჩატარდება.

2014 წლის სექტემბერში ნატოს უელსის სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტი მიიღეს, ხოლო თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0